მკვლევარებმა, კოვიდ-19 სიცოცხლის ხანგრძლივობა დაადგინეს

იგი ჰაერში სამი საათის განმავლობაში რჩება

1381893
მკვლევარებმა, კოვიდ-19 სიცოცხლის ხანგრძლივობა დაადგინეს

აშშ-ში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ კორონავირუსი (კოვიდ-19) ჰაერში საათობით, ხოლო სხვადასხვა მასალების ზედაპირებზე კი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება. აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), პრინსტონის უნივერსიტეტის და UCLA-ს მიერ ჩატარებული კვლევით, რომლის შედეგები გამოქვეყნებულ იქნა სამედიცინო ჟურნალ The New England–ში, Kovid-19 ვირუსი, დაცემინების, ან ხველების შემდეგ, წვეთების სახით  ჰაერში სამ საათამდე რჩება. ამავე კვლევებით, ხსენებული ვირუსი ისეთ ზედაპირებზე, როგორებიცაა პლასტიკური და უჟანგავი ფოლადი, 2-დან 3 დღემდე, მუყაოებზე 24 საათამდე, ხოლო სპილენძზე კი ოთხ საათამდე რჩება. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ  ჰაერში და მასალების ზედაპირზე ყოფნის ხანგრძლივობის შესაბამისად, დროთა განმავლობაში ეს ვირუსი კარგავს ინფექციის უნარს



მსგავსი ინფორმაციები