გაეროს გაფრთხილება: „შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს“

გაეროს გაფრთხილება: „შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს“

1381661
გაეროს გაფრთხილება: „შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს“

გაეროს გაფრთხილება: „შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს“...

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიასთან დაკავშირებით გაფრთხილება გააკეთა: „თუ ვირუსის განსაკუთრებით მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში ტყის ხანძრების მსგავსად გავრცელებას დავუშვებთ მილიონობოთ ადამიანი დაიღუპება.“

გუტიერესმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე მთელს მსოფლიოში გავრცელებულ კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.

გუტიერესის თქმით, ვირუსი არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას და დაამატა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის მონაცმებით, ვირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებულებმა შესაძლოა 3,4 ტრილიონი დოლარის შემოსავლი დაკარგოს.

გუტიერესმა განაცხადა, რომ ეროვნულ დონეზე გატარებული ზომები საკმარისი არ არის გლობალური კრიზისისთვის და G20-ს ქვეყნებს მოუწოდა ეპიდემიასთან ბრძოლაში გადადგან ახალი ნაბიჯები კოორდინირებულად  და გადამწყვეტად და დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს.

”ყველაზე ღარიბი და ყველაზე დაუცველი ქვეყნები ყველაზე დიდ დარტყმას მიიღებენ. თუ ვირუსის განსაკუთრებით მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში ტყის ხანძრების მსგავსად გავრცელებას დავუშვებთ, მილიონობოთ ადამიანი დაიღუპება.  ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ვირუსს ვებრძვით. ''- განაცხადა გუტიერესმა.


საკვანძო სიტყვები: #გაფრთხილება , #გუტიერესი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები