„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა დასავლეთში

„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა დასავლეთში

1378057
„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა დასავლეთში

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსი (კოვიდ 19) დასავლეთის ქვეყნებში სწრაფად ვრცელდება. იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 250 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1266-ს მიაღწია. დაინფიცირებულია 17 660 ადამიანი.  ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 5200-ს გადააჭარბა. პრემიერმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჩინეთის ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით დასავლეთის ქვეყნებიდან ბოლო მონაცემებით საფრანგეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი 3661-ს მიუახლოვდა. ეიფელი განუსაზღვრელი ვადით ჩაიკეტა. შვეიცარიაში კოვიდ 19-ის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 1359-მდე გაიზარდა. პოლონეთმა 10 დღის განმავლობაში უცხო  ქვეყნებთან  გადაადგილება შეაჩერა. ხვალიდან საერთაშორისო ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლაც უნდა შეჩერდეს. დიდ ბრიტანეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 798-მდე გაიზარდა. ნორვეგიასა და დანიაში ხსენებული ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ნიდერლანდებში ამ  ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 804-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინა 16 მარტიდან 12 აპრილამდის დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. მეორეს მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო მონაცემებით კოვიდ 19-ის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 1700-ს მიუახლოვდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


საკვანძო სიტყვები: #დასავლეთი , #კოვიდ 19

მსგავსი ინფორმაციები