ფხენიანმა ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ქვეყნის ლიდერი ტესტებს, ნიღბებიან ჯარისკაცებთან ერთად ადევნებდა თვალყურს

1370730
ფხენიანმა ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

 

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნის ლიდერი კიმ ჯონგ-უნი, ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხის გამო, გუშინ, სამხედრო ძალების მიერ აღმოსავლეთ ზღვაში ჩატარებული წვრთნებისა და მოკლე მანძილიანი მრავალჯერადი რაკეტების ტესტის დროს,  ნიღბებიან ჯარისკაცებთან ერთად ადევნებდა თვალყურს. ამავე ინფორმაციით, ახალი ბალისტიკური რაკეტების ტესტები წარმატებით დასრულდა და მათ სრულიად და ზუსტად გაანადგურეს სამიზნეები. სხვათა შორის, ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხის გამო, ჯარისკაცებს დროებით აეკრძალათ ჩრდილოეთ კორეაში კოლექტიური წვრთნების ჩატარება. მართალია, ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად ჯერ არ დაფიქსირებულა კორონავირუსის შემთხვევა ან მასთან დაკავშირებული სიკვდილი, მაგრამ ინტერნეტ–გაზეთ Daily NK-ს მიხედვით, იანვრის აქეთ 20 – ზე მეტი ადამიანი  საეჭვოდ გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები