კორონავირუსი ევროპაშიც სწრაფად ვრცელდება

კორონავირუსი ევროპაშიც სწრაფად ვრცელდება

1366754
კორონავირუსი ევროპაშიც სწრაფად ვრცელდება

იტალიაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა  ბოლო მონაცემებით 12-მდე გაიზარდა.  იტალიის სამოქალაქო თავდაცვის გენერალური დირექტორის განცხადებით, ლომბარდიის რეგიონში ხსენებული ვირუსის შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა რა, მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ლაბორატორიულად კი 322 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მეორეს მხრივ კორონავირუსის პანიკის გამო ევროპის ქვეყნებში,  აფთიაქებში პირბადეების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემებია.  კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთშიც.

ჩინეთიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება. მათ შორის შვეიცარიაში (2), რუმინეთში (1), საფრანგეთში (12), ორი ადამიანი კი დაიღუპა და სხვა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) გამო მრავალი საერთაშორისო ღონისძიებებიც უქმდება.  გერმანიის სიდიდით მეოთხე ქალაქ კელნში 1-4 მარტს  გასამართი სამშენებლო მასალების და წვრილმანების საერთაშორისო გამოფენა კორონავირუსის გამო გაუქმდა.  

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსის  (Kovid-19) შედეგად 2700-ზე მეტი ადამიანი  დაიღუპა და  30-ზე მეტ ქვეყანაში უკვე გავრცელდა.  



მსგავსი ინფორმაციები