ეგვიპტის ექსპრეზიდენტი გარდაიცვალა

იგი 30 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას

1366115
ეგვიპტის ექსპრეზიდენტი გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰუსნი მუბარაქი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ახალი ამბების თანახმად, მუბარაქს, რომელსაც დიდი ხანია რაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და მკურნალობდა, დღეს დილით გარდაიცვალა. ჰუსნი მუბარაქი  1928 წლის 4 მაისს დაიბადა. 1981 წელს, ეგვიპტის მაშინდელი პრეზიდენტის, ენვერ სადათის მკვლელობის შემდეგ, პრეზიდენტის სავარძელში მუბარაქი ჩაჯდა და ქვეყანას 2011 წლამდე, ე.ი. არაბულ გაზაფხულამდის მართავდა რა, მისი საწინააღმდეგო მძლავრი გამოსვლების კვალდაკვალ, 2011 წლის თებერვალში გადადგა და პრეზიდენტის სავარძელი თავის მოადგილე ომერ სულეიმანს გადაულოცა.  



მსგავსი ინფორმაციები