იტალიაში კორონავირუსით 3 ადამიანის გარდაცვალების გამო ვენეციის კარნავალი გააუქმეს

იტალიაში კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიით 3 ადამიანის გარდაცვალების გამო ვენეციის კარნავალი გააუქმეს

1365063
იტალიაში კორონავირუსით 3 ადამიანის გარდაცვალების გამო ვენეციის კარნავალი გააუქმეს

იტალიაში კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიით 3 ადამიანის გარდაცვალების გამო ვენეციის კარნავალი გააუქმეს.

ვენეტოს გუბერნატორის ლუკა ზაიას განცხადებით, ვენეციაში გუშინ საღამოდან მოყოლებული კარნავალისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდება.

ვენეციის კარნავალის, რომელიც ქალაქში ათი ათასობით ადამიანს იზიდავს, ხვალამდე გაგრძელება იგეგმებოდა.

ვენეციასა და ვენეტოს დანარჩენ ნაწილში მუზეუმები, სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები პირველ მარტამდე დახურული დარჩება.

იმავდროულად, ავსტრიამ ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიიდან მატარებლის რეისების შესრულება შეაჩერა.

ავსტრიის რკინიგზის ფედერალურ სამმართველოში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მატარებლების მოძრაობა განუსაზღვრელი ვადითაა შეჩერებული.

იტალიამ მატარებლის რეისების შესრულების შეჩერებაზე უარყოფითი რეაქცია გამოხატა, აღნიშნა, რომ Kovid-19 ეპიდემიის ეჭვით საავადმყოფოში გადაყვანილ მგზავრებს ვირუსი არ დაუდასტურდა და ამის მიუხედავად ავსტრიული მხარის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია.

იტალიაში პარასკევიდან დღემდე Kovid-19 სწრაფად გავრცელდა, დაღუპულთა რიცხვი სამამდე, ხოლო ვირუსით დაავადებულთა რიცხვში 152-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები