უცნობი ტოქსიკური გაზის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა
დაიღუპა 5 კაცი, 14 მოიწამლა

ეროვნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაკისტანის ქალაქ ყარაჩის კაიმარის უბანში, უცნობი ტოქსიკური გაზის გაჟონვის შედეგად, პირველადი ცნობებით 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ქალი, ხოლო 14 ადამიანმა სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზით საავადმყოფოს მიმართა. ამავე ინფორმაციით, უცნობი გაზით მოწამლული 14 ადამიანის მკურნალობა გრძელდება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, უცნობი ტოქსიკური გაზის გაჟონვა შეიძლება იმ ტანკერიდან მოხდა, რომელსაც ახლომდებარე ნავსადგურში ხილი დააქვს, თუმცა დივერსიის შესაძლებლობასაც იკვლევენ. ხელისუფლებამ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა და რეგიონს მიავლინა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დამატებითი ჯგუფები
მსგავსი ინფორმაციები

უკრაინიდან პოლონეთში შესულ ლტოლვილთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა
უკრაინიდან პოლონეთში შესულ ლტოლვილთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა