კარანტინში მოქცეულ სამგზავრო გემზე მყოფთაგან კიდევ 99 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა

კარანტინში მოქცეულ სამგზავრო გემზე მყოფთაგან კიდევ 99 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა

1361199
კარანტინში მოქცეულ სამგზავრო გემზე მყოფთაგან კიდევ 99 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა

იაპონიაში ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიის გამო კარანტინში მოქცეული სამგზავრო გემზე მყოფთაგან კიდევ 99 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იოკოჰამას პორტში 4 თებერვალს კარანტინში მოქცეულ სამგზავრო გემ "Diamond Princess"-ზე 3500-ზე ადამიანი იმყოფება და მათგან ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 454-მდე გაიზარდა.

სამინისტროს ცნობით გემზე მყოფი 1723 ადამიანს ტესტი ჩაუტარდა და მათგან 454-ს კორონავირუსი დაუდგინდა.

გემის კარანტინი სავარაუდოდ 19 თებერვლამდე გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #კარანტინი , #კორონავირუსი , #გემი

მსგავსი ინფორმაციები