კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა

1355817
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (2019-nCoV) ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 89 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 813-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.  უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 37 559-მდე გაიზარდა, რომელთაგან 6188-ის მდგომარეობა მძიმეა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 2649 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

მეორეს მხრივ შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება პირველად გასული  წლის 12 დეკემბერს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები