ტრამპმა  გუაიდო თეთრ სახლში მიიღო

ტრამპმა  გუაიდო თეთრ სახლში მიიღო

1354371
ტრამპმა  გუაიდო თეთრ სახლში მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში საკუთარი თავის დროებით პრეზიდენტად გამომცხადებელ, ოპოზიციის ლიდერ  ხუან გუაიდოს თეთრ სახლში უმასპინძლა. თეთრ სახლში გამართული შეხვედრა პრესისათვის დახურულ ფორმატში გაიმართა. ხუან გუაიდომ ტრამპთან გამართული შეხვედრის წინ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და სხვა ამერიკელ პოლიტიკოსებს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი გუაიდოს მიმართ მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის სასამართლომ  ქვეყნის დატოვება აუკრძალა, 19 იანვარს კოლუმბიაში  გადავიდა ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტაში, „ამერიკის კონტინენტზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მესამე კონფერენციას“ დაესწრო, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები