ჯავად ზარიფიმ და მაჰმუდ აბასმა ამერიკის ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“ განიხილეს

ჯავად ზარიფიმ და მაჰმუდ აბასმა ამერიკის ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“ განიხილეს

1353684
ჯავად ზარიფიმ და მაჰმუდ აბასმა ამერიკის ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“ განიხილეს
mahmud abbas.jpg

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა, ამერიკის შეერთებული შტატების ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“ განიხილეს. ირანის მთავრობის ვებსაიტის განცხადების თანახმად ზარიფსა და აბასს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან გასულ კვირას გამოცხადებული ე.წ. „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს ზარიფმა განაცხადა, რომ ირანი ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“ უარყოფს და ისლამურ სამყაროს პალესტინის საკითხთან მიმართებაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეორეს მხრივ,  ირანის მთავრობის ვებსაიტის განცხადების თანახმად ზარიფმა ასევე სატელეფონოს საუბრები გამართა ჩინეთის, პაკისტანის და ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან რა დროსაც ასევე, ტრამპის მიერ გამოცხადებული „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ და სხვა მრავალი საკითხი იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები