დაწყებით სკოლაში დიდი ტრაგედია დატრიალდა

14 მოსწავლე დაიღუპა, 40 დაშავდა

1352924
დაწყებით სკოლაში დიდი ტრაგედია დატრიალდა

კენიის დედაქალაქ ნაირობის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კაკამაგას რაიონის დაწყებით სკოლაში, მოსწავლეთა გაკვეთილებიდან გამოსვლის დროს წარმოქმნილი ჭყლეტის დროს, პირველადი ინფორმაციებით, 14 მოსწავლე დაიღუპა. ქვეყნის განათლების მინისტრმა ჯორჯ მაგოჰამ განაცხადა, რომ ამ ინციდენტში ასევე 40-მდე მოსწავლე დაშავდა, რომელთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. ჭყლეტის მოტივის შესახებ ჯერ ჯერობით რაიმე ოფიციალური ვერსია არ გავრცელებულა, ხოლო ადგილობრივი წყაროების ცნობით, იგი გამოიწვია სკოლის კიბეების ჩამონგრევამ



მსგავსი ინფორმაციები