გერმანიაში 2 ამერიკელი ჯარისკაცის გვამი აღმოაჩინეს
მათი გარდაცვალების მიზეზები ჯერ ჯერობით უცნობია
1339866

გერმანიის სპანგდაჰლემის სამხედრო ბაზაში მომსახურე ორი ამერიკელი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვნეს. ხსენებული ბაზის კუთვნილ "საჰაერო ბაზა Spangdahlem"-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2 გარდაცვლილი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი 9 იანვარს, აშშ-ს საჰაერო ძალების საერთო საცხოვრებელში აღმოაჩინეს. ამავე განცხადებით, 20 წლის ასაკის ორი ავიატორი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მას დაწყებული გამოძიება დაადგენს. სპანგდაჰლემის სამხედრო ბაზაში დაახლოებით 4000 ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს