ტერაქტი მედრესეს სალოცავში
დაიღუპა 15 კაცი
პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ კუეტას გუსაბადის უბანში მოქმედ მედრესეს სალოცავში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი და 1 იმამი, ხოლო 19 დაშავდა და მათ შორის სამის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. ბელუჯისტანის გუბერნიის პრეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმა თვითმკვლელმა განახორციელა. ადგილობრივ მედიასთან საუბრისას თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ტერაქტის წინ სალოცავში დაახლოებით 60 კაცი იმყოფებოდა და ისინი საღამოს ლოცვისათვის ემზადებოდნენ. ამ ტერაქტის შემდეგ განცხადებები გაკეთდა პაკისტანის მთავრობისა და ჯარის მხრიდან. პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იმრან ხანმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ეს ტერაქტი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში მკაცრად დაგმო
მსგავსი ინფორმაციები
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს