ავსტრიაში მთავრობის შექმნის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს
ავსტრიაში მთავრობის შექმნის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

ავსტრიაში სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ცენტრისტული მემარჯვენე ავსტრიის სახალხო პარტიასა და მწვანეთა პარტია შორის კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებებზე მთავრობის შექმნის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ავსტრიის სახალხო პარტიასა და მწვანეთა პარტიას შორის დაახლოებით ორ თვიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ავსტრიის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ სებასტიან კურცმა და მწვანეთა პარტიის ლიდერმა ვერნერ კოგლერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე კურცმა აღნიშნა, რომ ორივე პარტიის საარჩევნო მთავარი დაპირებები მთავრობის პროგრამაში აისახება, მწვანეთა პარტიამ კლიმატური ცვლილებებთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის საკითხები წამოწია წინა პლანზე და დაამატა: „ჩვენ, სახალხო პარტია, მშრომელი ადამიანების საგადასახადო ტვირთის შემცირების, არარეგულარულ მიგრაციასთან და პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლის საკითხში თანმიმდევრული ხაზის გამოსავლენად აგვირჩიეს.“
მწვანეთა პარტიის ლიდერმა ვერნერ კოგლერმა კი და დასძინა, რომ როგორც არჩევნებში გამარჯვებული ორივე პარტია, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, პასუხისმგებლობას იღებენ და ყველა საკითხში თანაბარ დონეზეც რომ არ იყოს, მაინც საერთო წერტილში შეხვედრას ცდილობენ.
მსგავსი ინფორმაციები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი აფრიკაში ვიზიტს იწყებს
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი განაში ჩავიდა, მისი აფრიკული ტურნეს პირველ ქვეყანაში