თურქეთის დელეგაცია ლიბიის საკითხის განსახილველად ხვალ რუსეთს  ეწვევა

პუტინმა მოსკოვში ტრადიციულ, ყოველწლიურ პრესკონფერენცია გამართა

1326336
თურქეთის დელეგაცია ლიბიის საკითხის განსახილველად ხვალ რუსეთს  ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლიბიის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მუდმივი კომუნიკაციები აქვთ. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ მოსკოვში ტრადიციულ, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პუტინმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ ხვალ ლიბიის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის დელეგაცია,  რუსეთს ეწვევა და თემაზე ერთობლივად იმსჯელებენ. მისივე თქმით, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე ფაიზ ეს სერაჯთან და ჰაფთერის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს ხშირად მართავენ. პუტინმა ასევე დასძინა, რომ დასავლურ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და რუსეთი,  ჰაფთერის დაჯგუფებას უჭერს მხარს, სიმართლეს არ შეესაბამება.



მსგავსი ინფორმაციები