პაპა ფრანცისკემ  სექსუალური ძალადობის საქმეებზე „პაპის საიდუმლოების“ წესი გააუქმა

პაპა ფრანცისკემ  სექსუალური ძალადობის საქმეებზე „პაპის საიდუმლოების“ წესი გააუქმა

1325470
პაპა ფრანცისკემ  სექსუალური ძალადობის საქმეებზე „პაპის საიდუმლოების“ წესი გააუქმა

კათოლიკური სამყაროს სულიერმა  ლიდერმა,  პაპა ფრანცისკემ სექსუალური ძალადობის საქმეებზე „პაპის საიდუმლოების“ წესი გააუქმა. ვატიკანიდან გავრცელებული ინფორმაციით, პაპა ფრანცისკემ ბავშვთა პორნოგრაფიის დეფინიციის განსაზღვრება 14-დან 18 წლამდე გაზარდა. მან ასევე ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების შენახვა და სხვაზე გადაცემა „ყველაზე დიდ დანაშაულად“ შეაფასა. სექსუალური ძალადობას არასრულწლოვნებზე რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში პაპა  ფრანცისკე სერიოზულად აღაშფოთა. ამიტომ, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ სექსუალური ძალადობის საქმეებზე „პაპის საიდუმლოების“ წესი გაეუქმებინა. შეგახსენებთ, რომ გასულ  წელს კათოლიკურმა ეკლესიამ სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის 2000-ზე მეტი   ფაქტზე გამოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები