გარეო,  ავღანელი დევნილებისათვის მხარდაჭერის მოწოდებას აკეთებს

გარეო,  ავღანელი დევნილებისათვის მხარდაჭერის მოწოდებას აკეთებს

1323319
გარეო,  ავღანელი დევნილებისათვის მხარდაჭერის მოწოდებას აკეთებს

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), ავღანეთიდან დაახლოებით 4,6 მილიონი დევნილის და ამ დევნილების მასპინძელი ქვეყნების დასახმარებლად მსოფლიოს თანამეგობრობას დახმარებისკენ მოუწოდებს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პრესსპიკერმა ბაბარ ბალოჩიმ,  ჟენევაში გაეროს შტაბბინაში პრესკონფერენცია გამართა რა, 17-18 დეკემბერს გასამართ „ლტოლვილთა პირველ გლობალურ ფორუმზე“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფორუმზე ძირითადი განსახილველი თემა, ავღანელი დევნილების საკითხი იქნება. ბაბარ ბალოჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეების გადასახლების დაწყებიდან  50 წელი გავიდა რა, ამჟამად გლობალური მასშტაბით 4,6 მილიონი ავღანელი დევნილი იმყოფება. პრესსპიკერმა ავღანელი  დევნილებისათვის შესაბამისი თანადგომის გამწევ ქვეყნებს მადლობაც გადაუხადა და მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, ამ ქვეყნებისთვის უფრო მეტი დახმარება გაიღონ.  



მსგავსი ინფორმაციები