იაპონიის  126-ე იმპერატორი ტახტზე ავიდა

ნარუჰიტოს ტახტზე ასვილის ცერემონია ტოკიოში გაიმართა

1292125
იაპონიის  126-ე იმპერატორი ტახტზე ავიდა

იაპონიის 126-ე იმპერატორი,  ნარუჰიტო 190 ქვეყნიდან ჩასული 2000 სტუმრის თანდასწრებით ტოკიოში გამართული ცერემონიის შემდეგ  ტახტზე ოფიციალურად ავიდა. ნარუჰიტომ ტახტზე ასვლამდე ფიცი დადო, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას ბოლომდე შეასრულებდა. 59 წლის ნარუჰიტომ მოვალეობების შესრულება ამა  წლის მაისში მამის, ყოფილი იმპერატორის, აკიჰიტოს გადადგომის შემდეგ დაიწყო, თუმცა ოფიციალური ტიტული რამდენიმე ტრადიციული რიტუალის შემდეგ მიიღო. იაპონიის ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას თურქეთის სახელით,  კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი ესწრებოდა.



მსგავსი ინფორმაციები