PKK/PYD-ს მხარდამჭერებმა მეჩეთზე და რესტორანზე თავდასხმა განახორციელეს

PKK/PYD-ს მხარდამჭერებმა მეჩეთზე და რესტორანზე თავდასხმა განახორციელეს

1286433
PKK/PYD-ს მხარდამჭერებმა მეჩეთზე და რესტორანზე თავდასხმა განახორციელეს

გერმანიის ქალაქ,  ბად-ზალიცუპჰლენში სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK/PYD-ს მხარდამჭერებმა  ერთ მეჩეთზე და თურქულ სასადილოზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმა, რელიგიურ საქმეთა  თურქულ-ისლამური ალიანსის დაქვემდებარებაში მყოფ მევლანას მეჩეთზე ადგილობრივი დროით,  22:30 საათზე განხორციელდა. ტერორისტების მომხრეებმა თავდასხმის შემდეგ მეჩეთზე  ჩამოკიდული თურქეთის დროშა მოიპარეს და გაიქცნენ. მეორე მხრივ,  იმავე საათზე ზემოთ ხსენებული ტერ-ორგანიზაციის მხარდამჭერებმა  მეჩეთის ახლოს მდებარე თურქულ რესტორანსაც დაესხნენ თავს. მათ როგორც მეჩეთს, ასევე რესტორანსაც მატერიალური ზარალი მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები