მოსკოვში ათი ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

მოსკოვში ათი ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

1278719
მოსკოვში ათი ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

რუსეთში ათი ათასობით ადამიანმა, ბოლო კვირეებში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა.

რუსეთის შინაგანს საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, გუშინ დედაქალაქ მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით კი მონაწილეთა რიცხვმა 25 ათასი შეადგინა.

დედაქალაქ მოსკოვში მდებარე სახაროვის ბულვარში გამართულ დაახლეობით 2 საათიან აქციაში მონაწილეობდნენ რუსი ოპოზიციონერებიდან კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, ლუბოვ სობოლი, ივან ჟდანოვი, იულია გალიამინა და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული YouTube-ის ვარსკვლავი იური დუდი.

„არ გვინდა პუტინი“, „თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“, „წავიდეს ქურდი ხელისუფლება“ სკანდირებდნენ დემონსტრანტები და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების და დაპატიმრებულების რაც შეიძლება მალე გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მოსკოვში ბოლო კვირეებში გამართულ საპროტესტო აქციებზე ასობით ადამიანი დააკავეს და მათგან ბევრი დააპატიმრეს.



მსგავსი ინფორმაციები