ედუარდ ფილიპემ მემარჯვენეების ანტი ისლამური პოზიცია გააკრიტიკა

მან, რადიკალების ანტი ისლამურ პოზიციას "ამაზრზენი და გულისამრევი" უწოდა

1278551
ედუარდ ფილიპემ მემარჯვენეების ანტი ისლამური პოზიცია გააკრიტიკა

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპემ, ფრანგი რადიკალი მემარჯვენეების მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე გავრცელებულ ანტი-ისლამურ განცხადებებს შეფასება მისცა და მათ "ამაზრზენი და გულისამრევი" უწოდა რა, ხაზი გაუსვა, რომ ანტი-ისლამური პოზიცია ასევე ეწინააღმდეგება საფრანგეთის ღირებულებებს. ხსენებული შეკრების მონაწილეთაგან, მწერალმა ერიკ ზემმურმა თავის გამოსვლაში თქვა: "მიგრაციის პრობლემები იზრდება ისლამური სამყაროდან. ახალგაზრდა ფრანგები დათანხმდებიან თუ არა რომ თავიანთი წინაპრების მიწაზე იცხოვრონ როგორც უმცირესობამ? თუ ისინი დათანხმდებიან, მაშინ, იმსახურებენ კოლონიზაციას და ექსპლუატაციას, ხოლო თუ არა, მაშინ, მათ მოუწევთ ბრძოლა თავიანთი ხსნისთვის." ქალაქ ბეზირრსის მერმა რობერტ მენარდიმ კი განაცხადა, რომ საფრანგეთში ისლამი თუ დომინანტი რელიგია გახდება, მაშინ, ქუჩაში ქალები აღარ დარჩებიან. ფრანგმა პოლიტიკოსმა მარიონ მარშალ ლე პენმაც დაიცვა ცნობილი ფრანგი მწერლის რენუ კამიუს მოსაზრება, რომ მომავალში ევროპა ოკუპირებულ იქნება მიგრანტების მიერ



მსგავსი ინფორმაციები