ავსტრიაში არჩევნები სებასტიან კურცმა მოიგო

ავსტრიაში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები, ეგზიტპოლების მიხედვით სებასტიან კურცის ლიდერობით ავსტრიის სახალხო პარტიამ მოიგო

1278943
ავსტრიაში არჩევნები სებასტიან კურცმა მოიგო

ავსტრიაში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები, ეგზიტპოლების მიხედვით 37,1%-ით სებასტიან კურცის ლიდერობით ავსტრიის სახალხო პარტიამ (ÖVP) მოიგო.

ქვეყანაში სადაც დაახლოებით 6,4 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მათმა 75,5%-მა მიიღო.

ავსტრიის სახელმწიფო ტელევიზია ORF-ს მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, ავსტრიის სახალხო პარტიამ ხმების 37,1%, სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ (SPÖ)  21,8%, რადიკალურად მემარჯვენე თავისუფლების პარტიამ (FPÖ) კი 16% მოაგროვეს.   

წინა არჩევნებზე პარლამენტში ვერ მოხვედრილმა მწვანეთა პარტიამ ხმების 14% მოაგროვა და ისევ მოახერხა საპარლამენტო მანდატების მიღება. ლიბერალური ახალი ავსტრიის პარტიის (NEOS) ხმების რაოდენობა 1 ქულით გაიზარდა და 7,8% შეადგინა. 

183 საპარლამენტო მანდატიდან დეპუტატთა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა, ÖVP 71, SPÖ 41, FPÖ 30, NEOS 15 და მწვანეები 26.

ÖVP-ს გენერალურმა მდივანმა კურცმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმაზე მეტი ხმა მიიღეს ვიდრე ოცნებობდნენ, არჩევნების შედეგებმა მის პარტია დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა და კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებებს ამ პასუხისმგებლობით გააგრძელებენ.  

SPÖ-ს გენერალურმა მდივანმა პამელა რენდიმ კი აღნიშნა, რომ უკეთესი შედეგის მისაღებად მუშაობდნენ და დასახულ შედეგს ვერ მიაღწიეს.  

რადიკალურად მემარჯვენე FPÖ-ს გენერალური მდივნის ნორბერტ ჰოფერის თქმით კი იბიზას სკანდალმა და ყოფილი გენერალური მდივნის შესახებ ბრალდებებმა ამომრჩეველზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და არჩევნების შედეგები მათ სრული გაგებით მთავრობის შექმნის უფლებამოსილებას არ აძლევს.


საკვანძო სიტყვები: #არჩევნები , #ავსტრია

მსგავსი ინფორმაციები