ავღანეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

პრეზიდენტობის სავარძლისათვის იბრძვის 15 კანდიდატი

1277918
ავღანეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

 

ავღანეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია და ოფიციალურად რეგისტრირებულმა 9 მილიონ 600 ათასმა ამომრჩეველმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უნდა ამოირჩიოს  15 კანდიდატს შორის, რომელთა შორის ფავორიტებად მოიაზრებიან ამჟამინდელი პრეზიდენტი აშრაფ განი და აღმასრულებელი დირექტორი აბდულაჰ აბდულლაჰი. 2001 წლიდან, ე.ი. თალიბების ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ქვეყანაში მეოთხედ ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და იგი საგანგებო უსაფრთხოების ზომებისა და თალიბების მუქარის ქვეშ მიმდინარეობს. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არჩევნები ქვეყნის მხოლოდ 34 პროვინციაში ჩატარდება და იმ პროვინციებში კი, რომლებიც თალიბების კონტროლ ქვეშ არის, არჩევნები არ ტარდება



მსგავსი ინფორმაციები