“Thomas Cook“-ის გაკოტრებას გამოძიება დაადგენს

ამის შესახებ ტროდეომ წერილი გაუგზავნა ლიკვიდაციის ადმინისტრაციას

1275600
“Thomas Cook“-ის გაკოტრებას გამოძიება დაადგენს

 

ბრიტანეთის მთავრობამ, ცნობილი ტურისტული კომპანიის, “Thomas Cook“-ის გაკოტრებაში ფირმის ხელმძღვანელთა როლის დადგენის მიზნით, გამოძიების დავალება გასცა. ინგლისის ბიზნესის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიის სტრატეგიის მინისტრმა ანდრეა ტროდეომ წერილი გაუგზავნა ლიკვიდაციის ადმინისტრაციას, რომელიც ატარებს გაკოტრების პროცესს და მასში თომას კუკის გაკოტრების საქმის გამოძიება დაავალა იმის შესახებ, თუ რამდენად პასუხისმგებლობა ეკისრება ამ კომპანიის ხელმძღვანელებს ფირმის გაკოტრებაში და ამასთან, აზიანებს თუ არა მათი გადაწყვეტილებები კრედიტორთა ან თანამშრომლების საპენსიო გეგმებს. ბრიტანული პრესა იუწყება, რომ კომპანიის მენეჯერებს ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჯამში 20 მილიონი სტერლინგი ხელფასისა და პრემიის სახით გადაუხადეს. 178 წლიანი თომას კუკის კომპანიამ, უშედეგოდ დაასრულა მოლაპარაკებები მისი გადარჩენის თაობაზე და გუშინ დილით, გაკოტრების შესახებ განცხადება გაავრცელა



მსგავსი ინფორმაციები