რელიგიური რიტუალი ტრაგედიით დასრულდა

დაიღუპა 11 კაცი

1268704
რელიგიური რიტუალი ტრაგედიით დასრულდა

 

ინდოეთის მადჰია პრადეშის შტატში მდებარე ერთ ტბაში მიმდინარე რელიგიური რიტუალის დროს ნავი გადაყირავდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ინდური პრესის ცნობით, რომელიც ეყრდნობა პოლიციის წყაროებს, ქალაქ ბოპალის ტბაზე მიმდინარე რიტუალის დროს, უფრო კონკრეტულად კი ინდუსების ღმერთის,  განეშას ქანდაკების ნავით გადატანის დროს, ეს ნავი გადაყირავდა და 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 კაცის გადარჩენა კი შესძლეს. ამავე ცნობით ტბაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება და ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა. ყოველწლიურად 10 ათასობით ინდუსი ლოცულობს და ამ დროს განეშის ქანდაკებას ტბაში ძირავენ



მსგავსი ინფორმაციები