ფხენიანმა მოკლე რადიუსიანი რაკეტები გამოსცადა

სამხრეთ კორეის და აშშ-ის დაზვერვა იკვლევენ ამ რაკეტების ტიპს

1266511
ფხენიანმა მოკლე რადიუსიანი რაკეტები გამოსცადა

 

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასთან ამ თვის ბოლოსათვის ბირთვული მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქი აუნთო, ფხენიანმა, აღმოსავლეთის ზღვაში 2 მოკლე რადიუსიანი რაკეტები გამოსცადა, რის შესახებაც სამხრეთ კორეის გენერალური შტაბი, ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში იტყობინება. ამავე განცხადების თანახმად, ორივე რაკეტამ 330 კილომეტრზე იფრინა და შემდეგ ზღვაში ჩამოვარდა თუ ხმელეთზე, ამის შესახებ არაფერს იუწყებიან. ახლა, სამხრეთ კორეის და აშშ-ის დაზვერვა ერთობლივად იკვლევენ გასროლილი რაკეტების ტიპს. ამავე განცხადებაში სამხრეთ კორეის გენერალური შტაბი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ისეთი ქმედებები, რომლებიც რეგიონში  დაძაბულობის ზრდას უწყობენ ხელს



მსგავსი ინფორმაციები