იემენში ციხის შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

იემენში ციხის შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1262192
იემენში ციხის შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

იემენში, ჰუსიტების კონტროლის ქვეშ მყოფ დამარის პროვინციაში, საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებული არაბული კოალიციის მიერ ციხის შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. საერთაშორისოს საზოგადოების მიერ არ აღიარებული ჰუსიტების მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, დამარის პროვინციაში, არაბული კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ბოლო მონაცემებით 60 ადამიანი დაიღუპა 100 კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაშავებულები ჰუსიტების კუთვნილ სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში იქნენ გადაყვანილი რა, ჯერ კიდევ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები არიან. მეორეს მხრივ, ჰუსიტების ლიდერმა აბდულმელიქ ალ-ჰუსიმ განაცხადა, რომ დამარის პროვინციაში, ციხის შენობაზე ავიაიერიში მიზანმიმართულად იქნა განხორციელებული.  ჰუსიტებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა, საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს დააკისრეს რა,  როგორც საერთაშორის, ასევე ადგილობრივ დაწესებულებებს მომხდართან დაკავშირებით მოვლენების ახლოდან შესწავლა მოსთხოვეს.


საკვანძო სიტყვები: #ავიაიერიში , #ციხე , #იემენი

მსგავსი ინფორმაციები