დონალდ ტრამპი ჩინურ საქონელზე ტარიფებს ზრდის

ახალი ტარიფები 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება

1257730
დონალდ ტრამპი ჩინურ საქონელზე ტარიფებს ზრდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინურ საქონელზე ტარიფები  5 %-ით გაზარდა. ტრამპმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სამართლიანი ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ძალიან უსამართლო სავაჭრო ურთიერთობა. ჩინეთს, 75 მილიარდი დოლარის ამერიკულ საქონელზე დამატებითი ტარიფები არ უნდა დაეწესებინა. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 25 %-იანი  ტარიფების ნაცვლად,  30 %-იანი   ტარიფი ამოქმედდება. ამასთან ერთად, დამატებით 300 მილიარდი  დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე პირველი სექტემბრიდან 10-ის ნაცვლად, 15 %-იანი  ტარიფები დაწესდება. გმადლობთ ამ თემისადმი ინტერესისათვის.“



მსგავსი ინფორმაციები