„დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე მრავალი ადამიანი დააკავეს

„დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე მრავალი ადამიანი დააკავეს

1257711
„დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე მრავალი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ,  ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 17 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ოთხი პოლიციელი დაშავდა.  ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები, რომელებიც  სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი იქნა  გამოყენებული.  მეორეს მხრივ დიდი შვიდეულის სამიტის საწინააღმდეგოდ დღეს საფრანგეთში სხვა აქციებიც იგეგმება. რიგით 47-ე დიდი შვიდიანის სამიტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ  სტუმრების საპატივცემულოდ გამართული ვახშმით,  დღეს იწყება. G7-ის სამიტში  საფრანგეთი,  გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი, კანადა და აშშ არიან გაწევრიანებული. სამიტის მთავარი განსახილველი თემა,  მსოფლიოში უთანასწორობის საკითხები იქნება. სამიტთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალი უსაფრთხოების ზომებია მიღებული. სამიტის უსაფრთხოებაზე 13 ათას 200 პოლიციელი, ჟანდარმერია და სახანძრო სამსაურის ეკიპაჟები არიან მივლინებული.



მსგავსი ინფორმაციები