ამაზონის ტროპიკული ტყეები იწვის

ტროპიკულ ტყეებში 1 იანვრიდან დღემდე, 72 ათასზე მეტი ხანძარი გაჩნდა

1256121
ამაზონის ტროპიკული ტყეები იწვის

 ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ახალი წლიდან დღემდე  რეკორდული რაოდენობის ხანძარი დაფიქსირდა. სააგენტო, BBC-ის მიერ კოსმოსური კვლევის სააგენტოზე (INPE) დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ტროპიკულ ტყეებში 1 იანვრიდან დღემდე, 72 ათასზე მეტი ხანძარი გაჩნდა. INPE-ს ინფორმაციით, ამაზონში მხოლოდ ივნისის თვეში 920 ხანძარი გაჩნდა. თემასთან  დაკავშირებით შეფასება გააკეთა ბრაზილიის პრეზიდენტმა  ჟაირ ბოლსონარუმაც და აღნიშნა, რომ  მისი მთავრობის ცუდად ჩვენებისათვის  INPE  ცრუ ინფორმაციებს გავრცელებს. იგი ასევე აცხადებს, რომ ბრაზილიის მთავრობა ამაზონის დასაცავად ყოველთვის ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. მეცნიერები კი აცხადებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეებიდან ამაზონის დაუცველობა, სერიოზულ კლიმატურ ცვლილებების პრობლემას გამოიწვევს.  



მსგავსი ინფორმაციები