ვაზირისტანში გზის პირას წინასწარ ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა

ვაზირისტანში გზის პირას წინასწარ ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა

1254265
ვაზირისტანში გზის პირას წინასწარ ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა

პაკისტანში,  ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში გზის პირას წინასწარ ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად პირველადი  მონაცემებით ორი სამხედრო დაიღუპა. პაკისტანის უშიშროების სამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში სამხედროების საკონტროლო მოვალეობის შესრულების დროს გზის პირას წინასწარ ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია. მეორეს მხრივ პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე  ქალაქ კატეში გუშინ ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები