გაერომ ჯამუ ქაშმირის საკითხი განიხილა

დახურული სხდომა ჩინეთის მოთხოვნით ჩატარდა

1253974
გაერომ ჯამუ ქაშმირის საკითხი განიხილა

 

ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ზანგ ჯუნმა, გაერო  გააფრთხილა, რომ ინდოეთის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება ჯამუ ქაშმირის პრივილეგირებული სტატუსის გაუქმების თაობაზე, ძალზედ დიდ საფრთხეს შეიცავს. ჩინეთის მოთხოვნით, გაეროს უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა დახურულ სხდომაზე, რათა განეხილათ ინდოეთის გადაწყვეტილება ჯამუ ქაშმირის პრივილეგირებული სტატუსის შეჩერების თაობაზე და მისი
დასრულების შემდეგ, ჩინეთის ელჩმა ჯუნმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინდოეთის ცალმხრივი დადგენილება საშიში ნაბიჯია და რომ იგი კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას. მისივე თქმით, ჯამუ ქაშმირი არ არის ინდოეთის შიდა საკითხი, პრობლემა საერთაშორისოა და რეგიონის საბოლოო სტატუსი ჯერ არ არის გადაწყვეტილი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების ფარგლებში. ”ინდოეთის ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება ჩინეთის ეროვნულ ინტერესებს და მისი ეს ცალმხრივი ნაბიჯი ბათილია ჩინეთისთვის”, ხაზგასმით აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა. პაკისტანის მუდმივმა წარმომადგენელმა მალეეჰა ლოდმა კი თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ჯამუ ქაშმირის პრობლემა და არ სცნობენ ინდოეთის ამ ცალმხრივ გადაწყვეტილებას. ინდოეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სეედ აქბარუდდინმა კი დაიცვა თავისი ქვეყნის ჯამუ ქაშმირის გადაწყვეტილება



მსგავსი ინფორმაციები