აჩინსკში დაშავებულთა რაოდენობა 33 გახდა

ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა

1251622
აჩინსკში დაშავებულთა რაოდენობა 33 გახდა

 

გასულ კვირას, რუსეთის ქალაქ აჩინსკის სამხედრო ნაწილის არსენალში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი, 33 კაცამდე გაიზარდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ კვირას,  კრასნოიარსკის ოლქის ქალაქ აჩინსკის სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად, მთლიანობაში   33 ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, გასულ კვირას აფეთქება მოხდა აჩინსკის სამხედრო ნაწილის არსენალში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. გასულ კვირას, რუსეთის არხანგელსკის რეგიონში, ქალაქ სევეროდვინსკის სამხედრო ნაწილში კი,  სარაკეტო ძრავის გამოცდის დროს, 5 ჯარისკაცი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები