აბდულა II: „პალესტინის საკითხს ორი სახელმწიფოს პრინციპის ალტერნატივა არ აქვს“

აბდულა II: „პალესტინის საკითხს ორი სახელმწიფოს პრინციპის ალტერნატივა არ აქვს“

1245837
აბდულა II: „პალესტინის საკითხს ორი სახელმწიფოს პრინციპის ალტერნატივა არ აქვს“

იორდანიის მეფე აბდულა II-მ პალესტინასთან კონფედერაციის იდეა კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ საკითხის სამართლებრივ ჩარჩოში მოგვარების ერთადერთი გამოსავალი, ორი სახელმწიფოს პრინციპია და მას ალტერნატივა არ აქვს. იორდანიის სამეფოს სამმართველოდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, მეფე  აბდულა II-მ,  აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი სამეფო სასახლეში მიიღო. კუშნერის მიღების დროს განცხადების გამკეთებელმა აბდულა II-მ დასძინა: „ისრაელთან ერთად მშვიდობიან გარემოში ცხოვრების ერთადერთი სამართლებრივი გადაწყვეტილება,  ორი სახელმწიფოს პრინციპი გახლავთ, რომლის საზღვრებიც 1967 წლის 4 ივნისს იქნა დადგენილი და რომლის დედაქალაქიც,  აღმოსავლეთ იერუსალიმია. პალესტინის საკითხის ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტა ეს გახლავთ და მას ალტერნატივა არ გააჩნია.“  როგორც მოგეხსენებათ,  ტრამპის სიძემ და მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა  ისრაელ-პალესტინის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით 50 მილიარდ დოლარიანი ეკონომიკური გეგმა წარადგინა რა, ამის ფარგლებში ისრაელში, იორდანიაში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, კატარში და გაერთიანებულ არაბულ საემიროებში შეხვედრებს მართავს.



მსგავსი ინფორმაციები