აშშ-ს დაზვერვის ახალი შეფი ჯონ რეტკლიფი იქნება

ტრამპმა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ რეტკლიფი დაზვერვის ხელმძღვანელის კანდიდატურად დაასახელა

1243956
აშშ-ს დაზვერვის ახალი შეფი ჯონ რეტკლიფი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკელი კონგრესის წევრი ჯონ რეტკლიფი დაზვერვის ხელმძღვანელის კანდიდატურად დაასახელა.

დონალდ ტრამპმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტეხასის წარმომადგენელს და ყოფილ პროკურორს, რესპუბლიკელ კონგრესმენს ჯონ რეტკლიფს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნავს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ  დაზვერვის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დენ კოატსი თანამდებობას 15 აგვისტოს დატოვებს, მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მის მაგიერ მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას უმოკლეს დროში დაასახელებს.

ტრამპის კანდიდატ რეტკლიფს თანამდებობაზე დასანიშნად სენატის თანხმობა სჭირდება.


საკვანძო სიტყვები: #ჯონ რეტკლიფი , #დაზვერვა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები