სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად მარკ ესპერი დანიშნა
სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად მარკ ესპერი დანიშნა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის კანდიდატად წარდგენილი მარკ ესპერი სენატმა დაამტკიცა. დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს 90-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი მხოლოდ 8 გამოვიდა. აშშ-ს თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯეიმს მეტისმა თანამდებობა გასული წლის იანვარში დატოვა. მას შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შენაჰანი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე მოვალეობას დაახლოებით შვიდი თვე ასრულებდა, თუმცა მან პირადი მიზეზების გამო თანამდებობა მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.
მსგავსი ინფორმაციები
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება