ტრამპი მეის ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს აქტუალური საკითხები

1231477
ტრამპი მეის ტელეფონით ესაუბრა

 

თეთრი სახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეია შორის სატელეფონო საუბარი შესდგა, რომლის დროსაც ძირითადად ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და ბრიტანეთის საერთო ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების საკითხებზე. “გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ასევე შესაძლო სანქციები სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, ირანის ბირთვული იარაღის თავიდან აცილებისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხები, ასევე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები“, აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები