აფეთქებები პოლონეთსა და აშშ-ში

დაიღუპა 3 კაცი, დაიჭრა 24

1231462
აფეთქებები პოლონეთსა და აშშ-ში

 

პოლონეთის რადიოს ცნობით, ამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბიტომში, ერთ ერთ კორპუსში  ბუნებრივი გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულებს 39 წლის ქალი და კიდევ, ორი 4-5 წლის ბავშვები წარმოადგენენ, ხოლო დაშავებული ოთხივე კაცი კი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში. ტრაგედიის ადგილი მოინახულა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუს მორავიესკიმ და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადათ, ხოლო დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვათ. აშშ-დან მიღებული ინფორმაციით, ფლორიდის სამხრეთში მდებარე ქალაქ პლანტასიონის სავაჭრო ცენტრში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება წარმოიშვა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები