ტრამპის მორიგი მუქარა ირანს

ირანი: "ტრამპი ცეცხლს ეთამაშება"

1229769
ტრამპის მორიგი მუქარა ირანს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მხრიდან ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით ბოლოს გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ტრამპმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ირანმა ახალი გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც  როჰანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ახალი ბირთვული შეთანხმება არ იქნება, ურანის გამდიდრებას იმ დონეზე გააგრძელებს, რამდენსაც საჭიროებს. მე, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, რომ მუქარას შეეშვი და ფრთხილად იყავი. შენი ეს მუქარა დროთა განმავლობაში ისევ შენ ორმაგად დაგიბრუნდება.“ შეგახსენებთ, რომ ირანის მთავრობამ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ  აპირებს გააგრძელოს ურანის გამდიდრება იმ დონეზე, რამდენსაც საჭიროებს. აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, ირანმა ამ სიტყვებით უპასუხა: „ცეცხლს ეთამაშება.“  



მსგავსი ინფორმაციები