აქტუალური თემის ანალიზი 27

დღევანდელობა და ჩინეთი

1229669
აქტუალური თემის ანალიზი 27

 

ნაწილი მეორე

 

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული,  ამ ციკლური პროგრამის წინა, 26-ე ნომერში საუბრობდა ჩინეთის შესახებ და დეტალურად ისაუბრა ჩინეთის ანკარის საელჩოს მხრიდან ჩინეთში ორგანიზებული მოგზაურობის დეტალებზე და ამ თემაზე იგი საუბარს დღევანდელ ნომერშიც აგრძელებს რა, მის ფარგლებში წერს:

ჩინეთი და თურქეთი ძალიან ღრმა ფესვებიანი ისტორიის, კულტურის, ცივილიზაციის და სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნები არიან, რომლებიც ერთ დროს მსოფლიოს ზესახელმწიფოებიც იყვნენ, მაგრამ, ბოლო საუკუნეებში მათი როლი საკმარისად შემცირდა და ახლა ორივენი ცდილობენ ძველი დიდების დაბრუნებას და ამიტომ, იმპერიალისტების მიერ შემოხაზული საზღვრების გარღვევას ცდილობენ. აი ამ მცდელობას ანკარა თუ ღიად ცდილობს, მის საპირისპიროდ, პეკინი ფარულად ცდილობს

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე ქვეყანა ერთმანეთს ძალზედ საჭიროებენ, რადგან, მათ შევიწროებას ცდილობენ დასავლური იმპერიალისტური ზესახელმწიფოები.

თურქეთიც, ჩინეთის მსგავსად ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომაც მასაც, მსოფლიოს რამდენიმე ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რიგებში მოიხსენიებენ. ორივე ქვეყანა ცდილობენ, უფრო მეტი როლი ითამაშონ გლობალურ სამყაროში, მაგრამ, მათ დაბრკოლებებს უქმნიან დასავლელები და მის ფარგლებში მრავალ ხელოვნურ პრობლემებს უქმნიან. მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყანა ცდილობს, გლობალურ მოთამაშეებთან დაბალანსებული ურთიერთობები ჰქონდეთ, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ისინი მსგავსი სტრატეგიული გამოწვევების წინაშე დგებიან.

ორივე ქვეყანა, ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით, დამოკიდებულნი არიან უცხოეთის ქვეყნებზე და მათზე განხორციელებული ზეწოლის პოლიტიკის გასანეიტრალებლად სჭირდებათ მრავალმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობანი. ასე რომ, ორივე ქვეყანა, ერთნაირ პოზიციებს იზიარებს მრავალი გლობალური განვითარების შესახებ. მართლაცდა, ამჟამად ეს ორივე ქვეყანა აშშ-ს მხრიდან ზეწოლის და სანქციებისა საფრთხის პირისპირ დგანან, რადგან, ისინი არ იღებენ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას, მაგრამ, იმის გამო, რომ თურქეთიც და ჩინეთიც მწარმოებელ ქვეყნებს წარმოადგენენ, ამიტომაც, მათი მხრიდან წარმოებული საქონლისა თუ პროდუქციის გასაყიდად საჭიროებენ მშვიდობა-სტაბილურობას და არა კონფლიქტებს თუ ომებს. დასავლეთის ზეწოლისაგან თავის დაღწევის მიზნით ისინი დოლარის კრიზისის გადალახვასაც ცდილობენ და ამიტომ აპირებენ დოლარის ნაცვლად ეროვნული ვალუტით ვაჭრობაზე გადასვლას რა, ამ მხრივ რუსეთმა და ჩინეთმა უკვე კონკრეტული ნაბიჯი გადაგეს კიდეც. ამიტომაც, ორი ქვეყნის თანამშრომლობა, მეტად მნიშვნელოვანია ახალი მსოფლიო სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ყველა ამ თანამშრომლობის პოტენციალის ფარგლებში კი, ორივე ქვეყანამ ასევე უნდა განიხილოს მათ შორის არსებული პრობლემებიც, რომელთა შორის ყველაზე მთავარს წარმოადგენს ჩინეთში მცხოვრები უიღურ-თურქების საკითხი. ეს პრობლემა ძალზედ მტკივნეულია ანკარისათვის და როცა მასზე საუბრობენ, პეკინის გაღიზიანებასც ერიდებიან. ამიტომაც, ჩინეთში მოგზაურ თურქებსაც აფრთხილებენ ხოლმე, სათუთად მიუდგნენ ამ პრობლემას. ამ გაფრთხილებებს ჩემთვის არავითარი აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა უიღურების დისკრიმინაციის საკითხი ძალზედ მგრძნობიარეა, მაგრამ, მისი დაფარვა ან იგნორირება რამდენად მართალია? ჩემი აზრით, პირიქით, ამ თემის მთელი სიგრძე-სიგანით განხილვაა საჭირო, რათა ბოლო წერტილი დაესვას მას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გადაიჭრება და მოუშუშებელ იარად დარჩება. აი აქედან გამომდინარე, არც მე და არც დელეგაციის სხვა წევრები არ გავჩუმებულვართ და ვცდილობდით ჩინელ რესპონდენტებთან გაგვეგო მათი მხარის აზრი ამ საკითხზე. ასე რომ, ადგილობრივი ჩინელების აზრით, დასავლეთი, უიღურების საკითხს მათი ეკონომიკური წინსვლის შეჩერების მიზნით იყენებს, როცა ეს არის ჩინეთის შიდა საკითხი და მასში არც თურქეთი უნდა ჩაერიოს, რადგან, დასავლეთს ჩინეთის დაყოფა სურს და ანკარამ არ უნდა გამოუჩინოს დასავლეთს ამ საქმეში მხარდაჭერა  

უიღურებთან დაკავშირებით  დასავლეთის ქვეყნებისა და თურქეთის პოზიციები, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. დასავლეთი, როგორც ვთქვით უიღურთა პრობლემის წინ წამოწევით ცდილობს  ხელი შეუშალოს  ჩინეთის განვითარებას და ამიტომ პეკინს ხშირად ადანაშაულებენ უიღურების უფლებების დარღვევაში, ე.ი. ამ პრობლემით ცდილობენ ყველანაირი ზიანი მიაყენონ მეტად ძლიერ და საშიშ კონკურენტ ქვეყანას, როცა თურქეთი კი პირიქით, ამ საკითხს ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით უდგება, რადგან უიღურები, ყველაფრიანად იგივე თურქები არიან და აქედან გამომდინარე ანკარის ურთიერთობა უიღურებთან არ არის არჩევანი, არამედ, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომაც თურქეთის მოლოდინი ჩინეთში არ არის მის შიდა საქმეში ჩარევა, არამედ, უნდა უიღურების სოციალური, კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განვითარება და მათი მშვიდობიანი ცხოვრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანკარა უიღურებსაც ისე უყურებს, როგორც ბალკანეთში, რუსეთში, კავკასიაში თუ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ თურქებს

თუ ჩინეთი, უიღურებზე ზეწოლისა და დისკრიმინაციის პოლიტიკას ლოიალური და ღია პოლიტიკით შეცვლის, მაშინ, მის გვერდით დადგება თურქეთიც და მათ შორის სკეპტიკური დამოკიდებულებაც შეიცვლება რა, ნდობაც საკმარისად გაიზრდება, რაც ერთი ორად გაზრდის მათ ურთიერთთანამშრომლობასაც. ამ კონტექსტში კი, დიდ მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც არა მხოლოდ უიღურების, არამედ   თურქეთსა და ჩინეთს შორის არსებულ პრობლემებსაც გადაჭრის. სწორედ ამავე კონტექსტში,  პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავაყენოთ სტრატეგიული ხედვა თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობებში. უიღურების საკითხი უნდა იყოს ნაწილი თურქეთ-ჩინეთის სტრატეგიული ურთიერთობებისა და არა მთლიანი ნაწილი. ამ საკითხზე პროგრესი კი მიღწეული იქნება მხოლოდ მხარეთა დაახლოების გზით და სტრატეგიული პერსპექტივით, წერს ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული 

 



მსგავსი ინფორმაციები