თავდასხმა საპატრულო საგუშაგოზე
დაიღუპა დაცვის 25 წევრი
1227212
ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ბაგლანის ოლქის ნაჰრეინის რაიონში მოქმედ საპატრულო საგუშაგოზე, თალიბანთა ბოევიკების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაცვის 25 წევრი დაიღუპა. ბაგლანის ოლქის პრეს სამსახურის განცხადებით, დაღუპულებთან ერთად 8 კაციც დაიჭრა და ისინი სასწრაფოებით გააგზავნეს ახლომდებარე საავადმყოფოებში, ხოლო ამის პარალელურად, ნაჰრეინის რაიონში უსაფრთხოების დამატებითი ძალები გააგზავნეს. თვითმხილველების განცხადებით კი, თავდასხმის შედეგად სოფლის 30 დამცველი დაიღუპა. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით თალიბანს ჯერ ჯერობით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია