ამერიკამ კატარში საბრძოლო თვითმფრინავები განალაგა

ეს არის ირანის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი

1227177
ამერიკამ კატარში საბრძოლო თვითმფრინავები განალაგა

 

აშშ-ის ცენტრალური ძალების (CENTCOM) განცხადებით,  ხუთშაბათს, კატარის უბეიდის სამხედრო ბაზაზე F-22 Raptor ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები განალაგეს და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკამ ამ ქვეყანაში თავისი სამხედრო თვითმფრინავები განალაგა. ეს სამხედრო ბაზა ემსახურება რეგიონში აშშ-ს ცენტრალური ძალების სარდლობის ინტერესების დაცვას და შეიძლება ითქვა, რომ იგი ირანის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია, რადგან, პენტაგონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 20 ივნისს, ირანის რევოლუციური გვარდიის ჯარებმა, ომანის ყურის საჰაერო სივრცეში, აშშ-ს საჰაერო ძალების კუთვნილი RQ-4 გლობალური Hawk ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და მოტივაციად ირანის საჰაერო სივრცის დარღვევა დაასახელეს. ამერიკამ კი თეირანის ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მათი კუთვნილი უპილოტო, ჩამოგდების პერიოდში საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. კატარის უბეიდის სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 13,000 ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს და ისინი სირიასა და ერაყში, DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლებში იღებდნენ მონაწილეობას



მსგავსი ინფორმაციები