ამერიკის ელჩი თურქეთში დევიდ სატერფილდი გახდა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ანკარაში ელჩად დევიდ სატერფილდის დანიშვნას მხარი დაუჭირა
1226889
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ანკარაში ელჩად დევიდ სატერფილდის დანიშვნას მხარი დაუჭირა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატერფილის კანდიდატურა 16 თებერვალს დაასახელა.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი სატერფილდი ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა.
სატერფილდი, თურქეთ-რუსეთ-ირანს შორის მიმდინარე ასტანის პროცესში ამერიკის დამკვირვებლის სტატუსით იღებდა მონაწილეობას.
ანკარაში ამერიკის საელჩოს სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „მოუთმენლად ველით მის დახვედრას უახლოეს მომავალში.“
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა