S-400-ები თუ აშშ-ს პოლიტიკური ღერძის ცვლილება? - 2

აქტუალური თემის ანალიზი 25/2019

1222182
S-400-ები თუ აშშ-ს პოლიტიკური ღერძის ცვლილება? - 2

აქტუალური თემის ანალიზი 25/2019

S-400-ები თუ აშშ-ს პოლიტიკური ღერძის ცვლილება? - 2

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

წინა სტატიაში აღვნიშნეთ, რომ იალტის კონფერენციის შემდეგ დაწყებული ცივი ომის წყობა ინგრევა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ახალი წესრიგი დამყარებული. ჩვენ შევეხეთ ახალი გლობალური წესრიგის ძიებას, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებებს და სამართლიანობაზე დამყარებული ახალი წესრიგის საჭიროებას.

თურქეთის უსაფრთხოების საჭიროება

პირველი მსოფლიო ომის დროს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დამკარგავი ოსმალეთის შემდეგ შექმნილმა თურქეთის რესპუბლიკამ, მართალია შეზღუდულ ტერიტორიაზე, მაგრამ არსებობის გაგრძელება მაინც შესძლო. საბჭოთა კავშირის 1940-იან წლების ღია ზღვებზე გასვლის პოლიტიკის პარალელურად, მას შემდეგ რაც თურქეთს ღიად წაუყენა მოთხოვნა სრუტეების შესახებ, თურქეთმა უფრო მეტად დაიწყო მოქმედება დასავლურ ბლოკთან ერთად. 1952 წელში ნატო-ს წევრი გახდა. დასავლური ბლოკის მიერ რუსეთის შეკავების პოლიტიკის ასპექტში თურქეთმა ყველაფერი გააკეთა რაც ევალებოდა. ნატო-მაც საბჭოთა კავშირიც წინააღმდეგ, რომელიც მას ღიად ემუქრებოდა, თურქეთის უსაფრთხოების საჭიროებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ცივი ომის შემდგომ კი რუსეთი დასავლეთისთვის ნომერი პირველი, პრიორიტეტული საფრთხე აღარ იყო. თურქეთი დასავლურ ბლოკში როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა, ყველაფერს აკეთებს რაც ევალება. ამის სანაცლოდ დასავლური ქვეყნებისგან მსგავს მიდგომას ვერ ხედავს. თურქეთი მილიონობით სირიელ დევნილს იფარებს, რითაც დასავლურ დემოკრატიასა და სტაბილურობაში თავისი წვლილი შეაქვს და ხელს უშლის იმას, რომ დასავლური ქვეყნები უფრო მეტი ფაშიზმისა და ნაციზმის კლანჭებში არ მოექცეს. ამის საპასუხოდ თურქეთი სირიული უსაფრთხოების საფრთხეების წინაშე მარტო დატოვეს. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, იგი განსაკუთრებით ამერიკული პოლიტიკის ღია მუქარის ქვეშაა. „პატრიოტების“ შესყიდვის სურვილზე, რომელიც სჭირდება, ამერიკამ უარი განაცხადა, ხოლო შუა ომის პერიოდში, აშშ-ისა და გერმანიის მიერ შემოტანილი „პატრიოტები“ უკან იქნა გატანილი.

მეორეს მხრივ, ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-სთან და მის სირიულ განშტოება PYD-სთან, რომელმაც თურქეთში 50 ათასი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია და რომელთანაც ათწლეულებია იბრძვის თურქეთი, აშშ-ს თანამშრომლობას, თურქეთი სამართლიანად ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს და ამას მის საზღვრებთან ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის მცდელობად განიხილავს. ტერორისტული ორგანიზაცია PYD-ს 7 ათასი ტრაილერით გაგზავნილი სამხედრო ტექნიკით გაძლიერებაზე თურქეთი მძაფრ რეაქციას გამოხატავს.

მაშინ, როდესაც იგნორირებას უკეთებენ თურქეთის უსაფრთხოების საჭიროებას და არ აძლევენ თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას, მისი რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში, არც ერთი პარტია, რომელიც ფიქრობს მისი ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის დასაცავად, როდესაც ვერ იპოვის დასავლური ქვეყნებს მხარდაჭერას, არ იფიქრებს რომ დაჯდეს და არ დაიწყოს ალტერნატივების ძიება. თურქეთის მიმართ ასეთი მოლოდინი თუ მიამიტი არ არის, აიხსნება თურქეთის უფრო რთულ სიტუაციაში დატოვების მცდელობით.

აშშ-ის პოლიტიკური ღერძის გადახრა

დღესდღეობით გერმანიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის მსგავსი ქვეყნები ისევ ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშა არიან. აშშ-ის ამ ქოლგის ქვეშ სტაბილურობასა და ზრდას განაგრძობენ. ამგვარი ქოლგა იქნა უზრუნველყოფილი თურქეთისთვის ცივი ომის პერიოდში. მაგრამ ამ ეტაპზე ცივი ომის შემდგომ თურქეთისათვის უსაფრთხოების ქოლგის უზრუნველყოფას რომ თავი დავანებოთ, თურქეთის უსაფრთხოებას ღიად ემუქრებიან. (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკა, სირიის კრიზისი, FETÖ, S- 400, F 35-დან თურქეთის ამოღება)

თურქეთი არის ქვეყანა, რომელმაც ნატო-ში ათეულობით წელია იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ევალებოდა და მეტი გასცა ვიდრე მიიღო. დღესაც არ არის ცვლილება თურქეთის პოზიციაში. აქედან გამომდინარე, განსხვავებით იმისა რასაც დასავლელები და დასავლთზე ორიენტირებული ინტელიგენცია ბოლო წლებში ამტკიცებს, პოლიტიკური ღერძი არა თურქეთმა არამედ  ზოგადად დასავლეთმა და განსაკუთრებით აშშ-მა იცვალა.

ამერიკის პოლიტიკური ღერძის ცვლილება მხოლოდ თურქეთის მიმართ არ მომხდარა. ამის წინაშე აღმოჩნდნენ ამერიკის მეზობელი ქვეყნები მექსიკა, კანადა, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიც. ასევე ამ კონტექსტში შეიძლება შეფასდეს ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ლათინურ ამერიკულ ქვეყნებთან, რუსეთთან და ჩინეთთან დაძაბულობა. ამერიკის პოლიტიკური ღერძის ცვლილების მიზეზები შესაძლოა სხვა სამუშაო თემა იყოს. ეს მიზეზები შეიძლება ვეძიოთ არა მხოლოდ ცივი ომის შემდეგ შეცვლილ პრიორიტეტებში, არამედ გლობალიზაციის პროცესებიდან აშშ-ის და დასავლეთის ქვეყნების მიერ საკმარისი მოგების ვერ მიღებაში, ამის გამო აშშ-ს გლობალური ლიდერობის დაკარგვის შიშით მისი ძველი პრინციპული ღია და კონკურენციული პოლიტიკის სრულიად საწინააღმდეგო პოლიტიკის უპრინციპოდ გატარებაში.

ნატო-სა და აშშ-ს შორის პოზიციის განსხვავებულობა

ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შანაჰანი თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარისათვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 თავდაცვის სისტემების შეძენა აშშ-თან და ნატო-სთან თანამშრომლობას ზიანს მიაყენებს, თავდაცვის სექტორი და ეკონომიკური მიზნები, ზრდა და საერთაშორისო ვაჭრობა ამ ვითარებისგან დაზარალდება. შანაჰანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი S-400-ის მიღების შემთხვევაში F-35-ებს ვერ მიიღებს.

მარტო ეს წერილია საკმარისი იმის საჩვენებლად, რომ თურქეთი საკუთარი უსაფრთხოების საჭიროებას მხოლოდ ერთ ღერძს ვერ დაუკავშირებს. თურქეთს ემუქრებიან, რომ F-35-ების პროგრამიდან, რომელშიც ბევრი ქვეყანა მონაწილეობს და ერთობლივად წარმოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ცალმხრივად ამოიღებენ.

თურქეთში ვიზიტის დროს თავად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შანაჰანის მინშნება, S 400-ების მიღების შემთხვევაში თურქეთის ურთიერთობები ნატოსთან დაზარალდება, ტყუილია. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ საკუთარი თავი დაიცვან.

შედეგად, თურქეთი არის ქვეყანა, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებთან და აშშ-თან შედარებით ყველაზე ნაკლებად შეიცვალა პოზიცია. თურქეთი არ არის მოწოდებული დაასრულოს ისტორიული ალიანსები. დამოკიდებულებების შეცვლას ან პოლიტიკური ღერძის ცვლილებას ადგილი აქვს ზოგიერთ დასავლურ ქვეყანასა და აშშ-ში, რომლებიც არაფრად აგდებენ თურქეთის უსაფრთხოებას, ტერორგანიზაციებთან თანამშრომლობით მის საზღვარზე ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა სურთ. ცივი ომის პერიოდთან შედარებით ნათელია დასავლეთში ამ ღერძის ცვლილება და თურქეთმა S-400-ებით ან მსგავსი საშუალებებით საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მცდელობაზე რისი სახელით არ რატომ უნდა თქვას უარი? 

 


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #S400 , #აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები