სლოვაკეთის პირველ ქალ პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის რიგით მეხუთე და დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახლავთ

1219153
სლოვაკეთის პირველ ქალ პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

სლოვაკეთში მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ზუზანა ჩაპუტოვამ  საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო და მოვალეობის შესრულებას  შეუდგა.  ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის რიგით მეხუთე და დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახლავთ. ზაზუნა ჩაპუტოვამ პარლამენტის სხდომაზე ფიცის დადებისას განაცხადა: „აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვმართო, არამედ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას”. 1993 წელს ჩეხეთიდან გამოყოფის შემდეგ დამოუკიდებლობის გამომცხადებელ სლოვაკეთში სადაც 4,4 მილიონი ამომრჩეველი ცხოვრობს, პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. ადვოკატმა და აქტივისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 31 მარტს ხმების 58%-ით  გაიმარჯვა.



მსგავსი ინფორმაციები