კიმმა ახალი წერილი მისწერა ტრამპს

შესაძლოა მათ შორის კიდევ ერთი პირისპირი შეხვედრა შესდგეს

1216901
კიმმა ახალი წერილი მისწერა ტრამპს

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ბაღში პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონგ-უნისგან "ძალიან კარგი" ახალი წერილი მიიღო. "ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან, ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური რამეები მოხდება. შესაძლებელია, რომ ჩვენ უახლოეს ხანებში კიდევ ერთხელ შევხვდეთ პირისპირ ერთმანეთს", ხაზი გაუსვა ტრამპმა და დაამატა, რომ კიმის წერილი არის ძალიან თბილი და გულწრფელი და რომ ფიქრობს, ჩრდილოეთ კორეას აქვს დიდი პოტენციალი. როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმმა თებერვლის ბოლოს ვიეტნამში მეორე შეხვედრა ჩაატარეს, მაგრამ, ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, ლიდერები კონტაქტებს აგრძელებენ



მსგავსი ინფორმაციები