ეთიოპიას ქოლერა მოედო

დაიღუპა 16 ადამიანი

1217333
ეთიოპიას ქოლერა მოედო

 

ეთიოპიის ჯანდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დედაქალაქ ადის აბებაში და სხვა რეგიონებში გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებული 525 ადამიანის მკურნალობა კი გრძელდება. ამავე ინფორმაციით ქოლერის გავრცელების რეგიონებში სასწრაფოდ გაიგზავნა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებები და მედიკამენტები. ქოლერა, რომელსაც იწვევს "ვიბრიოს" სახელწოდების ბაქტერია, ადამიანის მცირე ნაწლავში, ძირითადად  სასმელი წყლის და დაბინძურებული წყლით გადადის და მას აქვს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა დიარეა, მუცლის ტკივილი, შეშუპება და ღებინება



მსგავსი ინფორმაციები