მადურო კოლუმბიასთან საზღვარს ხსნის

ეს სასაზღვრო კარი 22 თებერვლიდან დახურულია

1214882
მადურო კოლუმბიასთან საზღვარს ხსნის

 

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მესიჯში განაცხადა, რომ 22 თებერვლიდან დახურულ და ტაჩირას შტატში მდებარე სასაზღვრო კარს კოლუმბიასთან 8 ივნისს გახსნიან. "მე უკვე გავეცი ბრძანება, რათა, კოლუმბიის საზღვარზე მდებარე ტაჩირას სასაზღვრო კარი 8 ივნისიდან გაიხსნას. ჩვენ ვართ ერი, რომელიც მტკიცედ იცავს თავის დამოუკიდებლობასაც და თვითგამორკვევის უფლებასაც," აღნიშნავს მადურო. ვენესუელის მთავრობამ ხსენებული სასაზღვრო კარი კოლუმბიასთან 22 თებერვალს დახურა და ამით დაბლოკეს კოლუმბიიდან ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების შეტანა, რომლის ორგანიზატორს თვით გამოცხადებული პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი გუაიდო წარმოადგენდა



მსგავსი ინფორმაციები